საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, რეზი არველაძის მხარდამჭერი და დელეგატი გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის წუხელ დააკავა.
გობეჯიშვილის დაკავებიდან მალე, არველაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ გობეჯიშვილს არ გამოუშვებდნენ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას – მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხტონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!" _ დაწერა არველაძემ.
გობეჯიშვილის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული, თუმცა, ოჯახის წევრების ინფორმაციით იგი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში კი ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატების შეკრება უკვე დაიწყო. შეკრებაზე რევაზ არველაძეც მივიდა, თუმცა კითხვაზე
კითხვაზე _ შეექმნება თუ არა საფრთხე არჩევნების ჩატარებას გობეჯიშვილის დაკავების გამო და მიირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არველაძე პასუხობს, რომ "ამას უეფა-ს წარმომადგენლებთან შეხვედარზე გაარკვევს".
საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაიწყოს.