სასტუმრო "ჰოლიედი ინ"-ში, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ასარჩევი ყრილობა უნდა გაიმართოს, "გურია ნიუსის" კორესპონდენტის ცნობით ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც მივიდნენ.
არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და შესაბამისად უცნობია რა მიზნით იმყოფებიან მინისტრები ყრილობაზე.
დარბაზში, სადაც დელეგატები და მინისტრები არიან, ნ ჯერჯერობით მედიას არ უშვებენ.
ყრილობა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩინო, რამდენიმე წუთში დაიწყება.