https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კრეისერი „ავრორა“, თაღლითი კოკაია და მოტყუებული იაპონელი

14:10; 3.10.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ. ამ რუბრიკის წინა "სერიალებში" ჩვენი გმირები ქართველი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ხელოვანები იყვნენ.

გადავწყვიტე ტრადიცია დავარღვიო და სიტყვა თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

იმედია ქართველი "მილიციონერები" არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

ტრისტან ყავლაშვილი, პოდპოლკოვნიკი:

"პერესტროიკის პერიოდში, ლენინგრადში ერთი ქართველი თაღლითი მოღვაწეობდა, გვარად კოკაია. იგი ძირითადად უცხოელებზე მუშაობდა და სხვადასხვა ხერხებით" მათ ფულს სძალავდა.

კოკაიას ყველა საქმე იმდენად კურიოზული იყო, რომ მათი კითხვისას სიცილისგან ვსკდებოდით. სულ მიკვირდა, თუ როგორ ახერხებდა კოკაია ასეთი ხალხის პოვნას. არადა, უმეტესი მათგანი სერიოზული ბიზნესმენი იყო. სხვათა შორის კოკაის დიდხანს ვერ ვიჭერდით და მისი ბოლო საქმის შემდეგ ისეთი სკანდალი ატყდა, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაძლიერეთ.

საქმე კი ასეთი იყო: ჩვენს განყოფილებაში კარგად ჩაცმული, შუახნის, საკმაოდ სოლიდური გარეგნობის იაპონელი ბიზნესმენი მოიყვანეს. როგორც მორიგე პატრულმა განმარტა, იაპონელი, "ავრორას" სადგომიდან აიყვანეს, რადგან მას იქ საშინელი სკანდალი აუტეხავს და "ავრორას" დაცვის სამი წევრი ისე სასტიკად უცემია (იაპონელი "კარატისტი" აღმოჩნდა), რომ მათ მძიმე დაზიანებები აღმოაჩნდათ.

ბიზნესმენი, თურმე, "ავრორას" ხალხისგან დაცარიელებას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ ეს გემი მისი საკუთრება იყო და სამშობლოში უნდა წაეყვანა, რის დამადასტურებელ საბუთადაც მან რუსულ, ინგლისურ და იაპონური იეროგლიფებით ნაწერი ფურცელი წარადგინა. მას კოოპერატიული ფირმა "შიბლას" (არც მეტი და არც ნაკლები, ფირმას სწორედ ასე ერქვა) ბეჭედი ერტყა, რომელიც იაპონელს ნებას აძლევდა, ამ ფირმის საკუთრებაში მყოფი "ავრორა" იაპონიაში წაეყვანა და ხელმოწერით ადასტურებდა ამ ბიზნესმენისგან 120 ათასი ამერიკული დოლარისა და 200 ათასი საბჭოთა მანეთის წინასწარ მიღებას. ხელს ალექსანდრე ყაზბეგი აწერდა.

ასეთი საბუთის წარმომდგენი "ავრორას" დაცვას გიჟი ეგონა და მისი ფსიქიატრიულში წაყვანა სცადა, მაგრამ კარატისტმა იაპონელმა ისინი სასტიკად სცემა. ერთი სიტყვით, როდესაც იაპონელს ყველაფერი განვუმარტეთ და ავუხსენით, რომ "ავრორა" სახელმწიფო კუთვნილებაა და მისი გაყიდვა სისულელეა, ანუ ეს ყველაფერი ბლეფი იყო-მეთქი, ის კაცი ისეთი "დაგოიმებულ-გაბრუებული" ჰყავდა თაღლითს, რომ კარგა ხანს არ სჯეროდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად.

ერთი სიტყვით, აშკარა იყო კოკაიას ხელწერა და როდესაც იაპონელი გონს მოეგო და დაწვრილებითი ჩვენება მოგვცა, ჩვენი ვარაუდი, რა თქმა უნდა, დადასტურდა.

როდესაც კოკაია დავიჭირეთ და ვკითხეთ, თუ როგორ მოახერხა მან ასეთი სერიოზული კაცის გაბითურება, გვიპასუხა: "ის იაპონელი ისეთი დიდი მოწონებით უმზერდა "ავრორას" და ამასთანავე ისეთი სულელური თვალები ჰქონდა, იმ წუთასვე მივხვდი, რომ ადვილად მოიწველებოდაო."

მალხაზ გიგაური, პოლკოვნიკი:

"ინტენსიური სასწავლო გაფრენების შემდეგ გუდაუთაში. ბომბორას აეროდრომზე შევჩერდით, რათა დაგვესვენა და დილით კვლავ ვაზიანში დავბრუნებულიყავით.

საღამოს, როგორც ყოველთვის სუფრა გავშალეთ და "შევუბერეთ". ექვსი კაცი ვიყავით, ოთხი ბოთლი არაყი გვქონდა და რას გვეყოფოდა?! ერთი რუსი მფრინავი გვყავდა-სტიოპა. ნახევარი მარაგი რომ გამოვცალეთ, ამ სტიოპამ დაიწუწუნა, "ეს პირის გასასველებლადაც არ გვეყოფაო" და ჩვენი სუფრის ერთ-ერთ წევრს დაავალა – "წადი, იჩალიჩე, იქნებ კიდევ ოთხი-ხუთი ბოთლი არაყი იშოვნოო."

ჩვენი მეგობარი გავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა ცარიელი. ამასობაში კიდევ ერთი ბოთლი გამოვცალეთ და მიუხედავად იმისა, რომ სტიოპა უკვე ბარბაცს იწყებდა, ეტყობოდა, სასმელი არ ეყოფოდა.

უცებ სტიოპა თავად წამოდგა "მალე მოვალო" თქვა და გავიდა. ჩვენ ნელ-ნელა გავაგრძელეთ სმა და ვიფიქრეთ – "ალბათ, სტიოპამ სადმე მიიძინა, შარს არ გადაეყაროს-მეთქი" და ბოლო ჭიქები სასწრაფოდ გამოვცალეთ, რათა მის საძებნელად წავსულიყავით.

უკვე წამოვდექით, გასვლას ვაპირებთ და კარები იღება, სტიოპა შემოდის, ხელში კი ხუთლიტრიანი ბოცა უჭირავს, რომელიც სასმელითაა სავსე.

"იპარებოდით, არა, არწივებო?" – წაიღიღინა და დავსხედით. ბოცას რომ შევხედე, გულზე შემომეყარა, რადგან ჩემი ჭაჭით სავსე ჭურჭელი ვიცანი რომელიც ვაზიანში მქონდა შენახული.

სტიოპამ, სასმელი რომ არ ეყო, თვითმფრინავი დაქოქა, ვაზიანში ჩაფრინდა და იქიდან გუდაუთაში ჭაჭა ჩამოიტანა…"

ნოე ახალაია, მაიორი:

"ალბათ, ყველას ემახსოვრება, კომუნისტების დროს რომ სპორტლოტოს გათამაშება იმართებოდა. ორმოცდაცხრა ბურთულიდან ექვსი ნომერი უნდა გამოგეცნოთ და ათი ათას მანეთს იგებდით.

გათამაშება მარტივი წესით, პირდაპირ ეთერში ხდებოდა. სტუდიაში ექვსკაციანი კომისია იჯდა, რომელიც დანომრილ ბურთულებს ჯერ ამოწმებდა, შემდეგ "ბარაბანში" ყრიდა და დატრიალების მერე, თითო-თითო ამოჰქონდა. ისინი ხსნიდნენ და ტელეკამერების წინ აჩვენებდნენ მომგებიან ნომრებს. მოგების შანსი ორ-სამ კაცს თუ ჰქონდა (ეს გამოთვლილი იყო) თითოეულ გათამაშებაზე, დანარჩენი ფული კი სახელმწიფოს ბიუჯეტში შედიოდა.

ექვსკაციანი კომისიის თითოეული წევრი, თითო ბურთულას იღებდა, ჩაწყობის შანსი არ არსებობდა, რადგან ბურთულების დანიშვნა გამორიცხული იყო. ამ გათამაშებას "კაგებე" აკონტროლებდა, თითოეული გამარჯვებული მკაცრ აღრიცხვაზე აგვყავდა ხოლმე და თუკი ერთი ადამიანი ორჯერ მოიგებდა მაქსიმალურ თანხას, მაშინ ის ჩვენი ეჭვის ქვეშ დგებოდა და ფარულ გამოძიებას ვიწყებდით.

ამ გათამაშების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ "სპორტლოტოში" გამარჯვებულთა რაოდენობამ ძალიან იმატა და თუ ადრე 2-3 ადამიანი იგებდა ათი ათასს, შემდეგ მათი რაოდენობა ოცდაათამდე გაიზარდა თითოეულ გათამაშებაში. თანაც, რამდენიმე მოთამაშემ ოთხ-ოთხჯერ მოიგო ეს თანხა და ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ამ გათამაშებას ვიღაც "აწყობდა". აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ძიება, მაგრამ ვერანაირად ვერ მივხვდით, თუ რა გზით ხდებოდა ეს.

თითოეული გათამაშების წინ ამ კომისიის ერთ-ერთ წევრს ბურთულები სტუდიაში შემოჰქონდა, ჯერ ყველა ბურთულას სათითაოდ ხსნიდა და მათ ნომრებს აფიქსირებდა, შემდეგ კი კვლავ ხრახნიდა, "ბარაბანში" ყრიდა და გათამაშებაც იწყებოდა. რა არ ვცადეთ, მაგრამ – ამაოდ. ერთი სიტყვით, ჩიხში შევედით, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ზედ გათამაშების წინ, უფრო სწორად კი ბურთულების ამოღებამდე კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენი თანამშრომლით შეგვეცვალა, თუმცა რა უნდა მოეცა ამას, ვერ წარმოგვედგინა.

ეს თანამშრომელი მე აღმოვჩნდი და სწორედ მე მომიწია პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი ბურთულის ამოღება "ბარაბნიდან". სხვათა შორის, ეს ბურთულა ნომერი 13 ე. წ. თარსი რიცხვი აღმოჩნდა. გათამაშება დასრულდა, სტუდიიდან გამოვედი, სახე მიბრწყინავს და წინ ჩემი უფროსი შემეგება, რომელიც მეკითხება: "აბა, რას მიაგენი, ნოე, დანაშაულის ძაფი ხომ არ იპოვნეო", ხოლო მე საკმაოდ თავდაჯერებულად ვუპასუხე: "ამხანაგო მაიორო, მგონი ბურთულების ჩაწყობის საიდუმლოს მივაგენი-მეთქი", რაზეც მას ირონიულად გაეღიმა, მაგრამ როდესაც ჩემი მოსაზრება ვუთხარი, თავში შემოირტყა ხელი და ხარხარი აუტყდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მოსაზრება სწორი ყოფილა და ეს საქმე ჩვენ გავხსენით და აი, როგორ…

როდესაც მე სპორტლოტოს "ბარაბანში" ჩავყავი ხელი და ბურთულებს მოვუფათურე, ვიგრძენი, რომ რამდენიმე მათგანი, სხვებთან შედარებით, ცივი იყო. ბევრი სიბრძნე არ დასჭირვებია იმის მიხვედრას, რომ ერთმანეთში შეკრული კომისიის ექვსივე წევრი გათამაშების წინ ექვს ბურთულას მაგრად ყინავდა და "ბარაბანში" ყრიდა.

აი, ასე იღებდნენ იქიდან სასურველ ბურთულებს. ამ გზით თაღლითებმა სამ მილიონ მანეთზე მეტი მოპარეს სახელმწიფოს, მაგრამ იმდენად გონებამახვილურად ჰქონდათ მოფიქრებული ეს ყოველივე, რომ კარგა ხანს ვიწვალეთ…"

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ყველაზე კარგი და ენერგიული თანამშრომლები   

10:00; 17 თებერვალი, 2026
ზაფრანი

თქვენი ხასიათი სისხლის ჯგუფის მიხედვით   

09:58; 17 თებერვალი, 2026
ზაფრანი

რომელ თვეში დაიბადეთ   

09:54; 17 თებერვალი, 2026
ზაფრანი

რომელი ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ   

09:52; 17 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16 თებერვალი, 2026

„ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე, რეპეტე!“

ვიქტორ სანეევს 70 წელი შეუსრულდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო