"გურია ნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება, ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი, რევაზ არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გობეჯიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.