შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თბილისელი კახა ონიანი რამდენიმე დღეა აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა. ონიანი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
აღნიშნულ პოსტზე უფროსის მოვალეობას გოჩა ფერსაშვილი ასრულებდა. ის ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოადგილის პოსტს შეინარჩუნებს.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარ სამმართველოს უფროსად კახა ონიანის დანიშვნას შსს პრესსამსახურში ადასტურებენ.