საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის საკუთრებაში თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბინა და მოტოსატრანსპორტო საშუალებაა.
ამის შესახებ თალაკვაძის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 2 ოქტომბერს შეავსო.
კერძოდ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თალაკვაძე ფლობს თბილისში, ნუცუბიძის მე-3 მიკრო რაიონის პირველ კვარტალში მდებარე 109.90 კვ.მ-ის ფართობის ბინას და მოტოსატრანსპორტო საშუალება Harley Davidson XL1200N Nightster-ს.
რაც შეეხება მის ფინანსებს, დეკლარაციის შევსებისას "თი–ბი–სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 7080.67 ლარი, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 148.67 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, 1 წლის განმავლობაში არჩილ თალაკვაძის შემოსავლებმა 98 619.89 ლარი შეადგინა.
კერძოდ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან, სადაც მას მინისტრის მოადგილის პოსტი ეჭირა, 89495.21 ლარი მიიღო; ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (მინისტრის მოადგილე) 9124.68 ლარი.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ოჯახის გასავლებს, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თალაკვაძის სახელზე სამი სესხია.
"თი-ბი-სი" ბანკიდან აღებული 72000.00 დოლარიანი იპოთეკური სესხის (სასესხო ხელშეკრულების ვადები 10/09/2012, 10/09/2012 – 10/08/2027) დასაფარად, მას ერთი წლის განმავლობაში 10037.96 დოლარის გასავალი ჰქონია; ამავე ბანკიდან საკრედიტო ბარათით აღებული 10410.00 ლარიანი სესხის (03/03/2014, 04/03/2014 – 01/03/2017) დასაფარად 10 200.00 ლარის გასავალი.
5100.00-ლარიანი სამომხმარებლო სესხის (10/12/2014, 10/12/2014 – 10/06/2016) დასაფარად კი, თანხა ჯერჯერობით გადახდილი არ აქვს.
დეკლარაციის მიხედვით, არჩილ თალაკვაძეს ჰყავს მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი და ორი შვილი – ანა ბეატრისი და ელე თალაკვაძე.