ქობულეთი სტიქიას ებრძვის. ძლიერი წვიმის გამო დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები და შეჩერებულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით ქალაქი საგანგებო რეჟიმზეა გადასული:
_ სერიოზული წყალდიდობაა. მთებში გაწვიმდა, წამოვიდა ნიაღვარი, მდინარეები კალაპოტიდან გადმოსულია და ქუჩები დატბორილი. განსაკუთრებით რთული მდოგმარეობაა გილაურისა და სადგურის ზოლში. საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული.
ამ წუთებში, გურიიდან და ბათუმიდან სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან ჩამოსულები და მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის გაკონტროლებას.
ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. "ბელეტაჟის" სახლებში ცხოვრობენ, სადაც დატბორვის საფრთხე არსებობს, უკვე ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები.
რამდენიმე წუთის წინ მითხრეს, რომ სოფლებში წვიმა შეჩერდა და მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ წყლის დონე დაიწვეს. საბედნიეროდ დიდი ტალღები არ არის, თორემ ამ ნაკადს ზღვა ვერ მიიღებდა და ქალაქი შეიძლება მთლიანად დატბორილიყო, _ აღნიშნა სულხან ევგენიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.