ნატო-ს მინისტერიალზე, სირიაში რუსეთის შემაშფოთებელ სამხედრო აქტივობაზე იმსჯელებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ალიანსის გენერალური მდივნის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის რუსეთის მიერ კრეისერის რაკეტების გამოყენების გამო შეშფოთებულია.
მისივე თქმით, ნატო მზად არის ალიანსის ყველა წევრი დაიცვას.
როგორც ცნობილია, ნატო-ს წევრი ქვეყანა თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.
სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-საადის მხარდაჭერა.
როგორც ცნობილია, მოსკოვში დასავლეთის ბრალდებას, რომ სირიაში მათი მოქმედებები ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ნაცვლად პრეზიდენტის ოპონენტებისკენაა მიმართული, უარყოფენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ქვეყნის დიდი ტერიტორია უკავიათ, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ორივე ქვეყანაში, სირიასა და ერაყში, დაჯგუფების წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მოქმედებს. თუმცა, დასავლეთის ქვეყნები მეამბოხეებს ემხრობიან, რომლებიც ასადის წინააღმდეგ იბრძვიან.