9 ოქტომბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 15 917 აბონენტს ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის რაიონის სოფლების ნაწილში.
"ენერგო პრო ჯორჯიას" პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზია ქსელის რეაბილიტაცია, კერძოდ, კი ქვესადგურ „ოზურგეთში“ 110/35/10 კვ სალტეების რევიზია და დიაგნოსტიკური გაზომვები.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, იზრდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულების თანავე ელექტროენერგიის მიწოდება ოზურგეთის რაიონში აღდგება ჩვეულ რეჟიმში" _ აღნიშნავენ სადისტრიბუციო კომპანიაში.