ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ტუნისურმა ორგანიზაციამ "ტუნისში ეროვნული დიალოგის კვარტეტმა" მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნობელის კომიტეტის განცხადებით, 2011 წლის რევოლუციის შემდეგ ორგანიზაციამ პლურალისტური დემოკრატიის მშენებლობაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.
როგორც ცნობილია, ტუნისური კვარტეტის ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის: ტუნისის გენერალური შრომის კავშირი, ტუნისის კონფედერაციის მრეწველობა, ვაჭრობა და რეწვა, ტუნისის ადამიანის უფლებათა ლიგა და ტუნისის ადვოკატების ორდენი.
"ორგანიზაცია 2013 წელს დაარსდა, როცა ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას იდგა და შეძლო ალტერნატიული, მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის შექმნა,"_ განაცხადა ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ნობელის კომიტეტი იმედოვნებს, რომ პრემია ხელს შეუწყობს ტუნისში დემოკრატიის პროცესის დაცვას და ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დანარჩენ მსოფლიოში ყველას მშვიდობის ხელშწყობას შთააგონებს.
მაუწყებლის ცნობით, წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისაღებად 273 კანდიდატი იყო წარდგენილი.