https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩაშხამებული სპორტული ქეიფი”

15:10; 10.10.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი ტრადიციული სახალისო სპორტული "მიმოხილვა" ქართველ ძიუდოისტებს მიეძღვნება და ტრადიციულად რამდენიმე  საინტერესო  მოგონებას წარმოგიდგენთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი გურამ პაპიტაშვილი იქნება, რომელიც ერთდროულად სამ „ისტორიას“ გაიხსენებს. ბატონი გურამის შემდეგ სიტყვას ვეტერან მოჭიდავე გივი ონაშვილს გადავცემ.

გურამ პაპიტაშვილი: "ცნობილი ქართველი ფალავანი დურმიშხან ბერუაშვილი გიგანტური აგებულების მოჭიდავე იყო. ერთხელ მინსკში შეჯიბრებაზე ყოფნისას სასტუმროში  დაბრუნებულს ვიღაც მთვრალი შუააზიელები შემოელახა. რასაკვირველია, წაიყვანეს მილიციის განყოფილებაში. მეც მოვწესრიგდი და ცოტა ხანში წავედი მილიციაში, თან გზაში ვფიქრობდი, როგორ გამოვიხსნა ჩემი შეგირდი. მაგრამ თურმე ამაოდ ვიმტვრევ თავს. განყოფილებაში, ერთ-ერთ ოთახში რომ შევედი, მორიგე მილიციელს და ბერუაშვილს არაყი დაედგათ და ეს უკანასკნელი სამართალდამცველს ქართველი ფალავნების სადღეგრძელოს დალევას აძალებდა."

"ჩემი ფალავნებიდან ყველაზე მეტად იუმორის გრძნობით ბორის გოგიჩაიშვილი და ნოდარ ექვთიმიშვილი იყვნენ დაჯილდოებულნი. ერთი ცნობილი გორელის დაკრძალვაზე ვიყავით. უკვე სასაფლაოზე ავასვენეთ და პროცესიის მიწურულია. მესმის ზუსტად ჩემს ზურგს უკან ნოდარ ექვთიმიშვილისა და გორის ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის დეკანის შოთა ასანიძის (რომელიც საკმაოდ კარგი სპეციალისტი, მაგრამ ზედმეტად მიამიტი კაცი იყო) საუბარი. მობილური ტელეფონები ახალი ხილია ჯერ:

– ბატონო შოთა, ახლა სიკვდილი აღარაფერია, მობილურს ჩააყოლებენ მიცვალებულს სასახლეში და როცა მოენატრებათ, მოიკითხავენ ხოლმე, – უხსნის ნოდარი კახური სიდინჯით მის ყოფილ ლექტორს.

ზუსტად იმ წამს რეკავს ჩემი მობილური. ისე, რომ საერთოდ არ შევიმჩნიე, მათი საუბარი თუ მესმოდა, გადავწყვიტე ნოდარისთვის "ხელი შემეწყო" და ტელეფონზე ბატონი შოთას გასაგონად ვუპასუხე.

– გისმენ ქრისტინე, გენაცვალე, – ვითომ ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ველაპარაკებოდი.

შოთა მყისიერად ჩაიკეცა. საბედნიეროდ, მალევე მოვასულიერეთ. რასაკვირველია, ირგვლივ ყველამ ჩათვალა, რომ მეცნიერს გარდაცვლილი მეგობრის გამო შეუწუხდა გული. ცოტა ხანში მან თავისი გულის შეღონება ასე ახსნა: „რა თქმა უნდა, ხუმრობას ჩვეულებრივად მივიღებდი, მაგრამ იმავე წამს პაპიტაშვილისგან მეუღლის მოკითხვას უკვე შოკისმგვრელი ეფექტი ჰქონდა და გულმაც ამიტომ კინაღამ მიმტყუნაო."

"საბჭოთა კავშირის სტუდენტთა ნაკრებმა ჩემი თავკაცობისას, რამდენჯერმე გაიარა მოსამზადებელი შეკრება გორში. 60-იან წლებში გუნდში გვყავდა ვინმე ლიოვა მოსკალიოვი, ყაზახი მოჭიდავე, რომელიც ყავის უდიდესი ტრფიალი იყო. ალბათ გსმენიათ საბჭოთა კავშირის ხანაში ქართველების მოსკოვში გადაფრენის, ქეიფის და იმავე დღეს უკან დაბრუნების ისტორიები.

ჰოდა, მოსკალიოვს გორში ყავა რომ არ მოეწონა, ყოველდღე სამბორბლიან მოტოციკლეტ „იჟ“-ით თბილისში დადიოდა. ნაკრები დილით ვარჯიშს რომ მორჩებოდა, მოსკალიოვი „იჟ“-ით ქარივით მიქროდა თბილისში, რომ ყავა დაელია და საღამოს მეცადინეობისთვის მოესწრო. გორი – თბილისის ტრასაზე უკვე დაზეპირებული ჰყავდათ ვიღაც თავზეხელაღებული მოტოციკლისტი, რომელიც დედაქალაქში ყოველ შუადღეს გარბოდა რაღაც აუცილებელ საქმეზე."

გივი ონაშვილი: "შეკრებაზე ვართ კიევში. კაცმა რომ თქვას, გაზაფხული, კიევი იქნება, თუ საგარეჯო, მაინც გაზაფხულია. გულს უხარია. ძალების მოზღვავებას ვგრძნობთ. მოჭიდავეს კი მეტი რა უნდა? კიევი უძახე და… ციკანი ვიყიდეთ ბიჭებმა. კიევში მაშინ ციკანი თითქმის კარგი ქათმის ფასად იშოვებოდა. მეტი რაღა გვინდა?

გავედით ბუნებაში და გვარიანი, ჩვენებური ჩაქაფული შევაბზრიალეთ. კარგა მოსაღამოებულზე, თალხმა რომ წამოგვარტყა, ავიშალეთ. ცნობილმა ქართველმა ფალავანმა რამაზ ხარშილაძემ ქვაბის ბუნებაში დატოვებაზე ცივი უარი განაცხადა და დარჩენილი ჩაქაფული სასტუმროში წამოიღო. რამაზმა მოჭრა წკნელები, დაგრიხა და ამ ქვაბს კალათის მაგვარად სახელური გაუკეთა.

მივადექით სასტუმროს. ავედით ნომერში.

– სად დავდგა გივი? – მეკითხება.

– ტუმბოჩკაზე დადგი… ტუმბოჩკაზე.

ტუმბოჩკა ცოტა მაღალი იყო და რამაზმა უცბად მოინდომა ხელის განთავისუფლება. ერთბაშად ამოსწია ეს ქვაბი და… გაწყდა წკნელი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო სასტუმროს ჯარიმა ოთხი თუ ხუთი ციკნის ფასი დაგვიჯდა."

“1970-იანი წლებია. მოსკოვში ვართ შეკრებაზე. ქართველები, თანაც მოჭიდავეები, უქეიფოდ რომ ვერ მოვისვენებთ, ყველასათვის ცნობილი ამბავია. ჰოდა, ვგრიალებთ ერთ-ერთ რესტორანში. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ბიძინა მაზიაშვილიც ჩვენთანაა. ბიძინა არც ისე აქტიური მსმელი გახლდათ, ჩვენც გვიშლიდა, – „ცოტა მოუკელით კაცო, ბოლომდე ნუ შასვამთო!“. არადა, ძმაკაცის, ჩვენი თანაგუნდელის დაბადების დღეა, როგორ მოვუკლოთ! სად იყო და სად არა, სსრკ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი არ შემოდის!? ერთი კი გადმოგვხედა გამანადგურებელი თვალებით – რას სვამთ თქვე „არასპორტსმენებოო“, მაგრამ ზრდილობიანმა პიროვნებამ მეტი ვერაფერი გვაკადრა. დაჯდა ცალკე და „კატლეტი“ მოითხოვა.

ბიძინა მაზიაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ ლაგამაცლილი რაშების დაჭერა მტერმა სცადოს. ეგ კი არა, ერთმა ჩვცენმა მოჭიდავემ, ისე, რომ ბიძინას არ გაუგია, – გაქათქათებული, თეთრი სალფეთქი დაითრია ჩუმად. ბარათზე „ბიდზინა, პასილაი  6  ბუტილოკ შამპანსკოე  (ვითომ ის ახალი მწვრთნელი წერს). ავარდა ბიძინა. იმწუთშივე შეუკვეთა. გაფრინდა ექვსი ბოთლი შამპანური. რა უნდა ექნა იმ კაცს? დიდი მადლობა შემოგვითვალა და ჩაუღრმავდა დარჩენილ კატლეტს.

ქართველებმა ხანდახან და მით უმეტეს სმის დროს მეტისმეტი ვიცით. არ დაწყნარდა „სალფეთქზე მწერალი“ და ახალი სალფეთქით ახალი ტექსტი ჩააპოჩერკა: „ბიდზინა, ეშჩო შესტ ბუტილოკ შამპან“… ბიძინა უკვე ოლიმპზეა – კიდევ დამავალა – სულაც მთავარ მწვრთნელად მიმიწვევს ალბათო და შეუკვეთა კიდევ ექვსი. ექვსი ბოთლის დანახვაზე „კატლეტდამთავრებულ“ კაცს მხოლოდ სლოკინი აღმოხდა გაოცებისგან. ბიძინამ ეს ისე მიიღო, რომ კაცი საბოლოოდ „დავკერეო“. ის მწვრთნელი სულ თავის კვრით გავიდა რესტორნიდან. დარჩა ხელუხლებელი 12 ბოთლი შამპანური იმ მაგიდაზე. მერე ერთმა მისმა კოლეგამ ბიძინას უთხრა – შე კაი ადამიანო, ვის უგზავნიდი შამპანურებს, მაგ კაცს თავის დღეში წვეთი ალკოჰოლური არაფერი შეუსვამს და ერთხელ „პაეზდკაში“ კონიაკი რომ გაატანეს, მთელი იაპონია მოიარა და ის კონიაკი გაუხსნელად ჩამოიტანაო.

ბიძინა ციდან ძირს დაფრინდა. აცხონოს ღმერთმა. ჩვენ კი გვარიანად ვიმხიარულეთ."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

როგორი იქნება 22-28 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

12:20; 22 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

09:44; 21 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

09:43; 21 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20 დეკემბერი, 2025

რუსები და "ორიგინალური" ქართული სუფრა

უნდა ვერიდოთ თუ არა ბედნიერ ადამიანებს?

ყველა სიახლე

საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფერდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო