ყველაფერი, რაც ძველი ეგვიპტის მბრძანებლებთან არის დაკავშირებული, საიდუმლოებით, გამოცანებით, მისტიკური ბურუსითა და უამრავი ლეგენდითაა მოცული. სამარხებში აღმოჩენილი საგანძური შოკის მომგვრელი და გამაოგნებელია როგორც თავისი ფუფუნებით, ასევე სილამაზითა და ნაკეთობის უნიკალურობით.
ტუტანჰამონის სამეფო ტახტი – (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1333-1323 წლები). დამზადებულია ხისგან, მთლიანად დაფარულია ოქროთი და ინკრუსტირებულია მინაში ჩამაგრებული ძვირფასი ქვებით. სავარძლის ზურგზე გამოსახულია თავად ფარაონი, თავის მეუღლესთან – ანქსუნამონთან ერთად. სავარძლის სახელურები ფრთოსანი გველების ფორმის აქვს, ხოლო ფეხები კატის თათებს მოგვაგონებს. ის შეუფასებელია.
პექტორალი (სამეფო გულსაკიდი) – ეს სამკაული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1350 წლით თარიღდება. შესრულებულია ოქროთი. ინკრუსტირებულია სარდიონით, ზურმუხტისფერი ლაპისითა და ფირუზით. მას კიბოს ფორმა აქვს და მზის აღორძინება-განახლებას გამოსახავს.
ერთობის ყელსაბამი – მასზე გამოსახულია კობრა და მისტიკური ფრინველი – გრიფინი, ასევე, ორი ქალღმერთი – უჯიტი და ნეჰბეტი. პირველი იყო ქვემო ეგვიპტის, ხოლო მეორე – ზემო ეგვიპტის სიმბოლო. ორივე ერთად კი ფარაონის ძალაუფლების ქვეშ მთელი ეგვიპტის ერთიანობას გამოსახავდა. გამოყენებულია ოქრო, ფირუზი და სარდიონი.
მერერეტის ქამარი – ის დედოფალ მერერეტის საკუთრება იყო, სუნურსეტ მესამის ქალიშვილის, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1840 წელს ცხოვრობდა. ქამარი წარმოადგენს ავაზის ოქროს თავებს, რომლებიც ამეთვისტოს მძივებით უკავშირდება. ავაზა ძველ ეგვიპტეში ხორცშესხმული ღვთაებაა.