ოზურგეთის სასამართლოს მოსამართლის, ბიძინა სტურუას მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ლანჩხუთის გამგებელს დაევალა დააკონკრეტოს რა მიზეზით გაათავისუფლა მისი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი, პირველ კომენტარს ზაზა ურუშაძე "გურია ნიუსთან" აკეთებს:
_ მსგავსი რა კანონში არ წერია და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, _ გვითხრა ურუშაძემ.
_ ბატონო ზაზა, გინდათ თქვა, რომ მოსამართლემ კანონი არ იცის?
_მოსამართლემ რა იცის, მე რა ვიცი?! _ მე ის ვიცი, რომ კანონს იღებს პარლამენტი და იმ კანონში არ წერია, რომ მსგავსი რამის დავალდებულება შეუძლია ვინმეს ჩემთვის, _ განმარტა გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა. მოსამართლე სტურუამ დაავალდებულა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეს, დააკონკრეტოს, რა მიზეზით მოხდა ზენაიშვილის გათავისუფლება თანამდებობიდან. ასევე გამგეობას დაეკისრა სასამართლო ბაჟის _ 100 ლარის გადახდა.