ლეონარდო დიკაპრიო Volkswagen-ის სკანდალის შესახებ ფილმის პროდიუსერი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, კომპანია Appian Way-იმ და Paramount Pictures-მა ჯერ კიდევ სკანდალის შესახებ დაუწერელი წიგნის გადაღების უფლება იყიდეს. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, ლეონარდო დიკაპრიო იქნება თუ არა ფილმის ვარსკვლავი.
გავრცელებული ინფორმაციით, წიგნის ავტორი New York Times-ის ჟურნალისტი ჯეკ ევიგინი იქნება, ხოლო წიგნი Volkswagen-ის მიერ ეკოლოგიური სტანდარტების დარღვევის შესახებ მოგვითხრობს.
როგორც ცნობილია, გასულ თვეში გერმანული მანქანის მწარმოებელმა აღიარა, რომ მსოფლიოში 11 მილიონი დიზელზე მომუშავე Volkswagen -ის ავტომობილი არსებობს, რომელშიც პროგრამული უზრუნველყოფაა ჩამონტაჟებული.
გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში Volkswagen-ის ფირმის დიზელის ძრავიანი ავტომობილები გაიყიდა, რომლებმაც შესაძლოა გამონაბოლქვზე ტესტირების გასავლელად საჭირო მონაცემები ძრავის შეცვლის შემთხვევაში გააუმჯობესონ.
როგორც ცნობილია, დიკაპრიო რამდენიმე დოკუმენტური ფილმის პროდიუსერია, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს ეხება. მათ შორისაა, 2014 წელს გამოშვებული ფილმი Cowspiracy ( მდგრადობის საიდუმლო) და Virunga, რომელიც ბრძოლის დროს მთის გორილების გადარჩენას ეხება.





































































