საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ქალაქის დასუფთავების სამსახურის მუშები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ისინი დასუფთავების სამსახურის მანქანებით შრომის სამინისტროს წინ შეიკრიბნენ.
გავრცელებული ცნობით, საპენსიო რეფორმამ სხვადასხვა საჯარო სექტორის მუშების პროტესტიც გამოიწვია.
როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმა ქვეყანაში 2022 წლიდან, საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდას, ხოლო პენსიის ათი პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის ინსპექტორები, ევროპის ცენტრალური ბანკის, ევროზონის გადარჩენის ფონდის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საბერძნეთის მესამე საერთაშორისო დახმარების შესაბამისად, სავარაუდოდ, ამ თვეში, ათენში მიმდინარე პროგრესს შეაფასებენ.
პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის განცხადებით, ათენის მიზანია მიმოხოლვის თარიღმა ნოემბერში გადაიწიოს, ხოლო ბანკის რეკაპიტალიზაციამ- დეკემბერში.






























































