დიდ ბრიტანეთს, მიმდინარე იმიგრაციის პროცესის დასაძლევად, სიდიდით ბირმინგემის მსგავსი სამი ქალაქის აშენება სჭირდება, – აღნიშნულ ინფორმაციას DAILY MAIL ექსპერტების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექსპერტების ვარაუდით, 2020 წლისთვის ბრიტანეთის მოსახლეობა 3 მილიონამდე გაიზრდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტების პროგნოზმა პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი შესაძლოა აიძულოს, რომ საზღვრების გადმოკვეთის საკითხზე ყურადღება გაამახვილოს, რადგან ბრიტანეთი ევროკავშირის წევრია.
ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობა ემიგრაციის მოგვარების საკითხს ყველაზე მნიშვნელოვნად თვლის.
ლორდ გრინის განცხადებით, ბირმინგემის მსგავსი სამი ქალაქის აშენება, რომლის მოსახლეობაც 2011 წლის აღწერის მიხედვით, 1 მილიონს აჭარბებს, ძალიან რთული იქნება.
"მიმდინარე მიგრაციის დონის მიხედვით, ჩვენ ვაპირებთ ხუთ წლის განმავლობაში სიდიდით ბირმინგემის მსგავსი სამი ქალაქი ავაშენოთ, თუმცა ეს უბრალოდ შეუძლებელია გაკეთდეს,"_ განაცხადა გრინმა.