თამარ ჩერგოლეიშვილის და მასთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ბრალდებული ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს აღარ ჩატარდა:
_ სასამართლო პროცესი როდისთვის გადაიდო, არ ვიცი, შეგვატყობინებენ. ფაქტია, რომ დღეს არ ჩატარდება. სამაგიეროდ, ხვალ ჩატარდება აქცია 4 საათზე მთავრობის კანცელარიასთან, სადაც მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ და არა ისეთ უმნიშვნელოზე, როგორიც არის პლაკატის გაკვრა.
იმაზე, რომ ჩვენი ენერგოდამოკიდებულება არ გაიზარდოს რუსეთის მიმართ და არ გავხდეთ დამოკიდებული Gazprom-ზე, რომელიც არის რუსეთის გეოპოლიტიკური იარაღი და რომელიც საქართველოს აუცილებლად მოუტანს სიღარიბეს, შიმშილს და სიცივეს. დაკავების მიზეზი არ განმარტეს. შესაძლოა, უკანონო დაკავების გამო ვუჩივლო კიდეც ”, _ განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით სასამართლო პროცესი ხვალ შეგდება.