სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და საქართველოში თურქეთის ელჩმა განიხილეს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში არსებული ორმხრივი ურთიერთობები.
მინისტრმა სტუმარს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაცული იყოს როგორც მსჯავრდებულის, ისე თანამშრომლის უფლებები.
" საქართველოში თურქეთის ელჩს ვთხოვე, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს საქართველოს იმ მოქალაქეების უფლებები, რომელიც თუქეთის ციხეებში იხდიან სასჯელს. ისე როგორც, ბატონმა ელჩმა მთხოვა, რომ ჩვენს დაწესებულებებში მყოფი თურქეთის მოქალაქეეების უფლებები იყოს დაცული. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამომავლოდ თუქეთში პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები ერთ დაწესებულებში განთავსდნენ და მათ ქართული ტელეარხების ნახვის შესაძლებლობა მიეცეთ, რათა სასჯელის მოხდა გაუადვილდეთ," -განაცხადა კახა კახიშვილმა.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ რეფორმების მიმართულებით მაგალითი შექმნა მსოფლიოსთვის.
"ჩვენ გავნიხილეთ მიმდინარე საკითხები და დავთქვით, რომ აუცილებელია მეტად წავიდეს წინ ჩვენი ურთიერთობა პენიტენციურ სფეროში. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ამ სამ წელიწადში რეფორმების თვალსაზრისით წარმოუდგენელი წინსვლა აქვს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმილი ნაბიჯი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ეს წარმატება ბატონ კახას"_ აღნიშნათურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის საკითხი.
(R)