გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც დღეს ინტერნერით გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება და მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს სასწრაფოდ დატოვონ საჯარო სამსახურები.
"ბატონებო, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ დეს უკრაინული საიტის მიერ გამოაქვეყნებული სააკაშვილის მმართველობის 9 წლიანი "მოღვაწეობის" ამსახველი ვიდეო მასალა!!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან!
მეტიც, უნდა გასამართლდეს და მიიღოს ის, რისი ღირსიც არის!!!…
მივმართავ რეგიონებში იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას, ამ მასალის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაფიქრდნენ და ამოირეცხონ გულიდან ის ბოროტება, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა !!
მივმართავ პორტირებულებს, გაერიდონ ყველა საჯარო სამსახურს თუ უნდათ ნორმალურად განვითარდეს ქვეყანა, და თუ მართლაც უყვართ ეს საქართველო!
მივმართავ ყველა საბოტაჟნიკს, იცოდეთ, თქვენი დრო უკვე ჩაბარდა ისტორიას !!!
მივმართავ მოსახლეობას, ქალბატონებო და ბატონებო, ყველაფერი კარგად იქნება!!"- წერს ერქომაიშვილი.