"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, შსს წარმომადგენლებმა სარფის საბაჟო პუნქტზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა გოგონა ტ. ნ. საქმროსთან ერთად დააკავა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას თურქთიდან საქართველოში ნარკოტიკი შემოჰქონდა., რის გამოც ის ბათუმში აიყვანეს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, შსს წარმომადგენლებმა სოფელ ლიხაურში მცხოვრები თ.ლ. ველური კანაფის გადმოტანაზე დააკავეს, როგორც წყარო ამბობს, მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, მსჯავრდებულმა 7 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
აღნიშნული ინფორმაციები "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ლიხაურში მერაბ სალუქვაძემ დაადასტურა.