თვითმმართველი ქალაქების მერებზე, სახელმწიფოს მიერ ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით, 261 895.43 ლარი გაიცა. აქედან ყველაზე დიდი შემოსავალი ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა მიიღო, 42 101 ლარი; ხოლო ყველაზე მცირე შემოსავალი მერის თანამდებობიდან ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს აქვს მიღებული – 11 687 ლარი.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა რა ქონებას ფლობენ თვითმმართველი ქალაქის პირველი პირები და რა თანხები ირიცხება მათ ანგარიშებზე.
ზურაბ ჯირკველიშვილი, გორი
გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის საკუთრებაშია ოთხი მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და ბინა. კერძოდ, ჯირკველიშვილი ფლობს გორში, მშვიდობის გამზირზე, – 111.60 კვ.მ.-ის ფართობის ბინას; გორის რაიონში, სოფელ ვარიანში ორ მიწის ნაკვეთს, რომელთა ფართობიც 1209.00 კვ.მ და 2200.00 კვ.მ-ია. ჯირკველიშვილის საკუთრებაშია გორში, ჭავჭავაძის 103ა-ში მდებარე 302.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და გორში, კვერნაკის მთაზე – 1000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი. ჯირკველიშვილის 100% – იან საკუთრებაშია ასევე, სოფელ ვარიანში საცხოვრებელი 90.00 კვ.მ.-ის ფართობის სახლი.
დეკლარაციის მიხედვით, ჯირკველიშვილის საკუთრებაშია როიალი, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება.
რაც შეეხება ჯირკველიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე მას 1094.20 ლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 1.50; თი-ბი-ს- ბანკში – 1.39 ლარი; ლიბერთი ბანკის სახელფასო (ოვერდრაფტი) ანგარიშზე კი, 967.74 ლარი ირიცხებოდა.
ზურაბ ჯირკველიშვილის დედის, ციალა ჯირკველიშვილის საპენსიო ანგარიშზე ლიბერთი ბანკში 147,50 ლარი იყო, ხოლო მეუღლის, ლარისა ჯირკველიშვილის სახელფასო ანგარიშზე პროკრედიტ ბანკში 140 ლარი ირიცხებოდა.
ზურაბ ჯირკველიშვილის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა 45 000 ლარს შეადგენს. აქედან, ზურაბ ჯირკველიშვილი 7000 ლარი,, ციალა ჯირკველიშვილს (დედა) 28000 ლარი ხოლო ლარისა ჯირკველიშვილს (მეუღლე) 10000 ლარი ჰქონდათ.
დეკლარაციის მიხედვით, ჯირკველიშვილი ერთი შპს-ს დირექტორი, ხოლო სამი შპს-ს პარტნიორია. თუმცა, შემოსავალი, 14390.16 ლარი, მხოლოდ ერთი შპს-დან – "გორის სასათბურე მეურნეობიდან" აქვს მიღებული.
შპს ქართული თევზიდან (საქართველო, ქ.გორი, შინდისის გზტ. 25), შპს ქართული სუვენირიდან, (საქართველო, ქ.გორი, ჭავჭავაძის 103ა), შპს ელიტა გორიდან (საქართველო, ქ.გორი, მშვიდობის გამზ.1ა) რომელთა პარტნიორიც ჯირკველიშვილია, შემოსავალი მიღებული არ აქვს.
რაც შეეხება გორის მერის შემოსავლებს, მერის თანამდებობიდან მან 16362.50 ლარის შემოსავალი მიიღო. მისმა მეუღლემ, ლარისა ჯირკველიშვილმა კი, ი.ბ.სტალინის სახელობის მუზეუმიდან, სადაც ის ექსკურსია-მძღოლია – 9623.76 ლარი აქვს აღებული. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზურაბ ჯირკველიშვილს სახელზეა 20 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხი (ლიბერთი ბანკი), რომლის პროცენტის დასაფარადაც მან 2059.41 ლარი გადაიხადა.
ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინაგროდან" აღებული 3500-ლარიანი სამომხმარებლო სესხის პროცენტის დასაფარად კი, ჯირკველიშვილს 579.19 ლარი აქვს გადახდილი.
დეკლარაციის მიხედვით, ჯირკველიშვილმა ავტომობილის გაყიდვით 6500 დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა, ახალი ავტომობილის შესაძენად იმავე წელს 8000 დოლარი გადაიხადა.
რატი ნამგალაძე, ამბროლაური
ამბროლაურის მერის, რატი ნამგალაძის საკუთრებაში შედის ორი მიწის ნაკვეთი, ბინა და საცხოვრებელი სახლი .
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც რატი ნამგალაძემ 2015 წლის 16 სექტემბერს შეავსო, ის თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე 38.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ფლობს. მის საკუთრებაშია ამბროლაურში, სოფელ კვაცხუთში 7000.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი. ხოლო მამის, ავთანდილ ნამგალაძის საკუთრებაშია ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის 1 შესახვევში მდებარე 600.00 კვ.მ. -ის ფართობის მიწის ნაკვეთი და ამავე მისამართზე მდებარე 150.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლი.
რაც შეეხება მერის ოჯახის ფინანსებს და შემოსავლებს, დეკლარაციის შევსების დროს, რატი ნამგალაძის სახელფასო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" 3500.00 ლარი, თი-ბი-სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 0.00 ლარი, ხოლო საქართველოს ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 2.00 ლარი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, რატი ნამგალაძეს ერთი წლის განმავლობაშიი ამბროლაურის მერის თნამდებობიდან 18458.60 ლარი აქვს მიღებული;
ნამგალაძის მამას, ავთანდილ ნამგალაძეს შ.პ.ს ხვანჭკარადან, სადაც მას მთავარი ტექნოლოგის თანამდებობა უჭირავს 1500.00 ლარი აქვს აღებული, ხოლო რატი ნამგალაძის მეუღლეს, ირმა ღუდუმიძეს, რომელსაც "მედიქალ პარკი საქართველოში" ექიმ ეხოსკოპისტის თანამდებობა უჭირავს 9 500.00 ლარი.
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, დეკლარაციის მიხედვით, რატი ნამგალაძეს, ლიბერთი ბანკიდან 12 800-ლარიანი სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, რომლის პროცენტის დასაფარად მან 1 585.00 ლარი გადაიხადა.
გიორგი კოპაძე, ახალციხე
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე ახალციხეში ორ მიწის ნაკვეთს ფლობს, სხვა უძრავ მოძრავი ქონება მის სახელზე არ ირიცხება.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კოპაძის 100%-იან საკუთრებაშია ახალციხეში, სოფელ კლდეში, 7500.00 კვ.მ-ისა და ამავე სოფელში მდებარე 1500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთები.
დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში გიორგი კოპაძემ ახალციხის მერის თანამდებობიდან 17875.00 ლარი; ხოლო ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი პოზიციიდან 2100.00 ლარი მიიღო. მეუღლემ, ქეთევან კოპაძემ კი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიიდან, სადაც მას სემინარიის პედაგოგის თანამდებობა უჭირავს, 3000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
რაც შეეხება გიორგი კოპაძის შვილს, ელგუჯა კოპაძეს, შპს სადაზღვევო კომპანია "უნისონის", (საქართველო, ქალაქი ახალციხე, კეცხოველის 1) რეგიონალური მენეჯერის თანამდებობიდან 2000.00 ლარი; ხოლო სს ნოვა ტექნოლოჯიდან (საქართველო, ახალციხე, იაძის 13) 13000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
გარდა ამისა, ელგუჯა კოპაძე კიდევ ორ შპს-ში მუშაობს. შპს "კოპა+"-ში (საქართველო, ახალციხე, სამცხე- ჯავახეთი, მერაბ კოსტავას ქ. 10) მას დირექტორის თანამდებობა უჭირავს; შპს ვიქტორიაში (საქართველო, ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი, კოსტავას ქ. 10) კი, პარტნიორია, თუმცა, არცერთი მათგანიდან შემოსავალი მიღებული არ აქვს.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კოპაძის სახელზეა 33500.00-დოლარიანი სესხი ვი თი ბი ბანკში, რომლის პროცენტის დასაფარადაც მან ერთი წლის განმავლობაში 5995.00 დოლარი გადაიხადა.
ავთანდილ ნემსიწვერიძე, მცხეთა
მცხეთის მერის ავთანდილ ნემსიწვერიძის საკუთრებაშია ბინა, მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხი.
კერძოდ, ნემსიწვერიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 48.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას მცხეთაში, სამხედროს ქუჩაზე და ამავე მისამართზე მდებარე 18.00 კვ.მ -ის ფართობის ავტოფარეხს.
ასევე, მიწის ნაკვეთს მცხეთის რ-ნი, სოფელ მისაქციელში, რომლის ფართობიც 1500.00 კვ.მ-ია.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ერთი წლის განმავლობაში ავთანდილ ნემსიწვერიძემ შ.პ.ს. ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოთა ქსელის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის თანამდებობიდან 11 181.19 ლარი; ხოლო მცხეთის მერის თანამდებობიდან – 13 070.00 ლარი მიიღო.
მისმა მეუღლემ, მარინე იორამაშვილმა, შ.პ.ს. ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოთა ქსელის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ექიმი ნეონატოლოგის თანამდებობიდან 3610.74 ლარი; ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის შტატგარეშე თანამშრომლის თანამდებობიდან კი, 7047.37 ლარი მიიღო.
გარდა ამისა, მარინე იორამაშვილს მიკრობიზნესიდან (რეპეტიტორი) 800.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსებისას, ავთანდილ ნემსიწვერიძის სახელფასო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" 1017.46 ლარი იყო; საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე -7219.79 ლარი; თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე 14233.48 დოლარი; ნაღდი ფულის სახით კი, ავთანდილ ნემსიწვერიძეს 2700.00 დოლარი ჰქონდა.
მეუღლის, მარინე იორამაშვილის სახელფასო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" 4198.13 ლარი ირიცხებოდა.
შვილის, გიორგი ნემსიწვერიძის ანაბარზე 3088.87 ლარი; ხოლო სახელფასო ანგარიშზე ბაზის ბანკში 1154.51 ლარი იყო.
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ავთანდილ ნემსიწვერიძეს საცხოვრებელი ბინის ცენტრალური გათბობის დამონტაჟება 3500.00 ლარი დაუჯდა.
ირაკლი გოგოხია, ზუგდიდი
ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია უძრავ მოძრავ ქონებას არ ფლობს. ამის შესახებ მის დეკლარაციაშია აღნიშნული.
რაც შეხება ფინანსურ მის მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, მის სახელზე გახსნილ 11 საბანკო ანგარიშიდან 6-ზე თანხა არ ირიცხებოდა.
საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე ირაკლი გოგოხიას 65.26 ლარი; ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 4152.00 ლარი და 68 თეთრი ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, თამარ ცხონდიას სახელფასო ანგარიშზე 82 თეთრი იყო.
ნაღდი ფულის სახით ირაკლი გოგოხიას 20 000.00 ლარი და 3 000.00 დოლარი ჰქონდა; მის მეუღლეს კი, 4000.00 ლარი და 3 000 დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი გოგოხია 6 შპს-ს პარტნიორია.
შპს ოილ პრო-დან (საქართველო, ზუგდიდი, სოფ. ცაიში ) მას 42651.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული; შპს ვიქტორია 2012-დან (საქართველო, ქ. ზუგდიდი, ი. გოგებაშვილის ქ. #32)
შპს ზუგპეტროლი-დან (საქართველო, ზუგდიდი, სოხუმის ქ. #69) 35508.07 ლარის შემოსავალი;
რაც შეეხება შპს იმედი-2-ს (საქართველო, ზუგდიდის რაიონი, სოფ. ცაიში); შპს ჯიპსი-ს, (საქართველო, ქ. ფოთი, ფაზისის ქ. #47 პარტნიორი საჯარო რეესტრი); შპს ოილ პრო ჯგუფი-ს (საქართველო, ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. # 26) შემოსავალი მიღებული არ აქვს.
გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, გოგოხიამ ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან 20 923.84 ლარის შემოსავალი მიიღო.
გოგოხიას ოჯახს რამდენიმე სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კერძოდ, მისი მეუღლის, თამარ ცხონდიას სახელზეა, 3500.00 ლარიანი სესხი, რომლის პროცენტის დასაფარადაც მან 1375.00 ლარი გადაიხადა.
ხოლო, ირაკლი გოგოხიას სახელზეა 4000.00-ლარიანი საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული, რის გამოც მას ერთი წლის განმავლობაში 6265.00 ლარის გასავალი ჰქონდა.
10000.00-ლარიანი სასესხო ხელშეკრულების პროცენტის დასაფარად კი, ირაკლი გოგოხიამ 6895.00 ლარი გადაიხადა.
დავით ნარმანია, თბილისი
თბილისის მერის დავით ნარმანიას საკუთრებაშია თბილისში, ბერბუთის 8 ნომერში მდებარე 97.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა და ზუგდიდში, სოფელ კოკში მდებარე 5000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.
ასევე, მის საკუთრებაშია, 2007 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz, E 350.
რაც შეეხება ნარმანიას შემოსავლებს, დეკლარაციის შევსებამდე, ერთი წლის განმავლობაში მან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობიდან – 27207.35 ლარი; თბილისის მერის თანამდებობიდან 15 741.00 ლარი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან კი, 21710.53 ლარი მიიღო.
მის მეუღლეს, თინათინ თინიკაშვილს კი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორის თანამდებობიდან 5775.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსებისას, ნარმანიას სახელფასოანგარიშზე თიბისი ბანკში 1612.31ლარი; მიმდინარე ანგარიშზე მიმდინარე 3.20 ევრო; საკრედიტო ანგარიშზე – 3985.25 ლარი; სახელფასო ანგარიშზე 475.47 დოლარი; 181.20 ლარი და 39.04 ევრო იყო.
ნაღდი ფულის სახით კი მას 1500.00 დოლარი ჰქონდა.
ნარმანიას მეუღლის, თინათინ თინიკაშვილის თი–ბი–სი ბანკის სახელფასო ნაგრაიშზე კი, 800.00 ლარი ირიცხებოდა.
თბილისის მერის სახელზე 4000.00-ლარიანი სესხია, რის დასაფარად მან 3985.25 ლარი გადაიხადა;
გარდა ამისა, მან 2011 წელს, ბინის აშეენების მიზნით, 86450.00-დოლარიანი ხელშეკრულება (ვადები 03/02/2011, 03/02/2015 – 20/02/2014) დადო ამხანაგობა არენა 2010-თან, რისთვისაც ერთი წლის განმავლობაში 14450.00-დოლარიანი გასავალი ჰქონდა.
ავტომანქანის გაყიდვიდან ნარმანია 5200.00 ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა იმავე წელს, ახალ ავტომანქანაში 15 000.00 დოლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, დავით ნარმანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან 12000.00 ლარის შემოსავალიც მიიღო.
ირაკლი კაკულია, ფოთი
ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ოჯახის საკუთრებაში ორი მიწის ნაკვეთი, ორი არასაცხოვრებელი ფართი და საცხოვრებელი სახლია.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კაკულია ფლობს ფოთში, აღმაშენებლის 27 ნომერში მდებარე 265.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს და 265.00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელ ფართს ამავე მისამართზე.
მამის, გურამ კაკულიას საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ფოთში, ზერაგიას 37 ნომერში, რომლის ფართობი – 150.00 კვ.მ-ია.
ასევე, მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი ფოთში, 9 აპრილის ქუჩაზე, ფართობი – 52.00 კვ.მ.
ხოლო, ფოთში, აღმაშენებლის 27 ნომერში მდებარე 265.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ვახტანგ კაკულიას საკუთრებაა.
ვახტანგ კაკულია ფლობს ასევე, მსუბუქი ავტომანქანა ფოლცვაგენი "ტოუარეგის" ხოლო ირაკლი კაკულიას 100%-იან საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა მერსედესი E კლასის.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსებს, დეკლარაციის შევსებისას, ირაკლი კაკულიას ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 4500.00 ლარი, ხოლო პროკრედიტ ბანკი მიმდინარე ანგარიშზე 2000.00 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, ირაკლი კაკულიას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 10000.00 ლარი, ხოლო მის მეუღლეს, ნინო ჭედიას 20000.00 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კაკულიამ ფოთის მერის თანამდებობიდან 26 848.50 ლარი მიიღო. ოჯახის წევრების სხვა შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში არაფერია აღნიშნული.
რაც შეეხება კაკულიას შემოსავალ-გასავლებს, მან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვიდან 5700.00 დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა, ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენისთვის, იმავე წელს, 7700.00 ლარი მიიღო.
პლატონ კალმახელიძე, თელავი
თელავის მერის პლატონ კალმახელიძის ოჯახის საკუთრებაშია ბინა, საცხოვრებელი სახლი, არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პლატონ კალმახელიძა 100%-წილის, მიწის ნაკვეთის მფლობელი თელავში, ლიონიძის II შეს #1-ში, რომლის ფართობი 441.00 კვ.მ.-ია. კალმახელიძეა მფლობელი ამავე მისამართზე მდებარე 303.80 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლისა და 45.60 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართისა.
ხოლო, მეუღლე, შორენა გრიშიკაშვილია 100%-იანი წილის მფლობელი, თბილისში, გოთუას 22 ნომერში მდებარე 54 კვ.მ-ის ფართობის ბინისა. ასევე, მის საკუთრებაშია 2005 წელს გამოშვებული BMW-ს მარკის ავტომანქანა.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, პლატონ კალმახელიძის სახელფასო ანგარიშზე საქართველოს ბანკში 2197.00 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე – 3000.00 ლარი იყო.
მეუღლის, შორენა გრიშიკაშვილის საკრედიტო ანგარიშზე 2000.00 ლარი, ხოლო ანაბარზე 20000.00 დოლარი ირიცხებოდა.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახმა ერთი წლის განმავლობაში 89 482,60 ლარი მიიღო.
კერძოდ, პლატონ კალმახელიძემ შპს მობიტელის თელავის ფილიალის დირექტორისთანამდებობიდან 35210.10 ლარი, ხოლო თელავის მერის თანამდებობიდან – 16 352.50 ლარი აქვს აღებული
ხოლო შორენა გრიშიკაშვილს საბანკო დაწესებულების მენეჯერის თანამდებობიდან 37920.00 ლარი.
პლატონ კალმახელიძის სახელზეა 67800.00-ლარიანი იპოთეკური სესხი (სესხის გადაფარვა), (ხელშეკრულების ვადები 30/10/2013, 30/10/2013 – 08/08/2019), რისი პროცენტის დასაფარადაც მას 14282.05 ლარის გასავალი ჰქონდა.
ხოლო შორენა გრიშიკაშვილს 18190.00-ლარიანი სახელფასო სესხი აქვს აღებული, რისი პროცენტის დასაფარადაც 4518.00 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა,დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ პლატონ კალმახელიძეს სარემონტო სამუშაოებისთვის 7000.00-ლარიანი გასავალი ჰქონდა.
შოთა მურღულია, ქუთაისი
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას საკუთრებაში თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე 90.00 კვ.მ-ის ფართობის ბინაა, ხოლო მისი მეუღლე, თეონა შეყილაძე ფლობს 2003 წელს გამოშვებულ მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz ML350-ს. ამის შესახებ მურღულიას დეკლარაციაშია აღნიშნული.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, შოთა მურღულიამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან, სადაც მას ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ- გერმანულენოვანი პროგრამის ლექტორის თანამდებობა უჭირავს, 22500.00 ლარი; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან – 32 201.00 ლარი; ხოლო სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ლექტორის თანამდებობიდან კი, 5600.00 ლარის შემოსავალი მიიღო.
მისმა მეუღლემ, თეონა შეყილაძემ კი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა იურისტის თანამდებობიდან – 3740.00 ლარის შემოსავალი.
დეკლარაციის შევსების მომენტში მურღულიასა და შეყილაძის ფულად ანგარიშებზე მხოლოდ 1846 ლარი იყო.
დავით ჯიქია, რუსთავი
ქალაქ რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ოჯახის საკუთრებაშია 4 მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი, ბინა და ორი ავტოფარეხი.
კერძოდ, რუსთავში, მე-17 მიკრო რაიონში, 86.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას დავით ჯიქიას მამა, თენგიზ ჯიქია ფლობს; მის საკუთრებაშია ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში მდებარე , 130.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი;
ასევე, თენგიზ ჯიქიას 100%-იან საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები:
რუსთავს შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, 900.00 კვ.მ. ფართობი; რუსთავის მე-6 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 600.00 კვ.მ ფართობი; მარნეულის მუნიციპალიტეტში, იალღუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე – 600.00 კვ.მ ფართობი; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიში, სოფელი ლესიჭინეში 600.00 კვ.მ ფართობი; რუსთავში, მე-17 მიკრო რაიონის 10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე – 24.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი;
ხოლო დავით ჯიქია ფლობს რუსთავში, მე -17 მიკრო რაიონის 10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 18.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხს.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, დავით ჯიქიას მიმდინარე ანგარიშზე კორსტანდარტ ბანკში 4000.80 გირვანქა სტერლინგი, ამავე ბანკის უნივერსალურ ანგარიშზე კი, 4.30 გირვანქა სტერლინგი იყო.
ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე დავით ჯიქიას 24 500.00 ლარი ერიცხებოდა; Lloyds bank UK-ის მიმდინარე ანგარიშზე 110.00 გირვანქა სტერლინგი;
რაც შეეხება მშობლების ფინანსურ მდგომარეობას, თენგიზ ჯიქიას კორსტანდარტ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 10 000.00 დოლარი; საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3000.00 ლარი; ხოლო ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 10 000.00 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, თენგიზ ჯიქიას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 4 500.00 ლარი და 2 800.00 დოლარი.
დედას, დარეჯან შუკაკიძეს კი, საქართველოს ბანკი სახელფასო ანგარიშზე 6 200.00 ლარი ერიცხებოდა.
დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ოჯახის შემოსავლები 568 957 ლარი იყო.
კერძოდ, დავით ჯიქიამ ქ. რუსთავის მერიიდან, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან 30274.12 ლარი მიიღო; რუსთავის მერის თანამდებობიდან კი, 23208.12 ლარი.
მამამ, თენგიზ ჯიქიამ "ქართუ ჯგუფიდან", ასოციაცია ატუს ტექნიკური დირექტორის თანამდებობიდან 61100.00 ლარი;
შ.პ.ს "მშენებელი თე ჯი" (დამფუძნებელი თენგიზ ჯიქიაა, ავტ.) დირექტორის თანამდებობიდან – 44375.00 ლარი;
"ქართუ ჯგუფი", "ბურჯის" მთავარი ინჟინერის თანამდებობიდან კი, – 5200.00 ლარი;
დედამ, დარეჯან შუკაკიძემ, შ.პ.ს მშენებელი, თე ჯი დირქტორის რწმუნებულის თანამდებობიდან – 5500.00 ლარი; ხოლო, რუსთავის მე-5 საჯარო სკოლიდან, სადაც მას ლაბორანტის თანამდებობა უჭირავს, 300.00 ლარი.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თენგიზ ჯიქიამ ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარის შეწირულობა გასცა.
გიორგი ერმაკოვი, ბათუმი
ქალაქ ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის ოჯახის საკურებაშია თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე 50.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა; ხოლო დედის, ლიანა მელაძის 100%-ია საკუთრებაშია ბათუმში, ზ.გორგილაძის ქუცაზე მდებარე 95.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა.
დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ერმაკოვის სახელფასო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" 7299.00 ლარი იყო, მეორე სახელფასო ანგარიშზე ამავე ბანკში 585.00 ლარი. ხოლო დედის, ლიანა მელაძის საპენსიო ანგარიშზე 150.00 ლარი.
გარდა ამისა, ლიანა მელაძეს ნაღდი ფულის სახით 7560.00 ლარი, ხოლო გიორგი ერმაკოვს 7600.00 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ბათუმის მერის შემოსავლებს ბათუმის მერიიდან მან ხელფასის სახით 42 101.37 ლარი მიიღო.
ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთი
6 მიწის ნაკვეთი, 3 საცხოვრებელი სახლი და ბინა – ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ოჯახის საკუთრებაა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ბეგლარ სიორიძემ 2015 წლის 9 ოქტომბერს შეავსო, ის ოზურგეთში 4 მიწის ნაკვეთისა და 1 საცხოვრებელი სახლის 100%-იანი მფლობელია.
კერძოდ, მის საკუთრებაშია ჩოხატაურის რაიონის, კურორტ ბახმაროში მდებარე 120.00კვ.მ ფართობის მიწა.
ასევე, 400 კვ.მ-ის ფართობის მიწისნაკვეთი სოფელ ნატანებში და 20 000.00კვ.მ ფართობის მიწა ოზურგეთის სოფელ წითელმთაში.
სიორიძის მფლობელობაშია ასევე, 613.60 კვ.მ ფართობის მიწა და 116.40 კვ.მ ფართობისსახლი ოზურგეთში.
ამავე დეკლარაციის თანახმად, ქალაქ ოზურგეთის მერის მეუღლე, ლელა თოიძე 2 მიწის ნაკვეთისა და 3 საცხოვრებელი სახლის მფლობელია – 228, 90 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, თბილისი, 64.00 კვ.მ ფართობის სახლი წავკისში. ამავე მისამართზე აქვს თოიძეს 452.00 კვ.მ-ისფართობის მიწის ნაკვეთიც.
მის მფლობელობაშია ოზურგეთის სოფელ კონჭკათში მდებარე 198.00 კვ.მ ფართობისსახლი და 20 153.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
დეკლარაციის მიხედვით, სიორიძის მეუღლის ლელა თოიძის 100%-იან საკუთრებაშია 2011 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა "ჰიუნდაი ix 35", ხოლო შვილის – ნიკა სიორიძის 100%-იან საკუთრებაშია 1998 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა "ბმვ 528".
რაც შეეხება მერის ოჯახის ფინანსებსა და შემოსავლებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ბეგლარ სიორიძის მიმდინარე ანგარიშზე "ვი–თი–ბი ბანკში" 4300.00 ლარი, ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი, – 86.00 ლარი იყო. მისი მეუღლის, ლელა თოიძის მიმდინარე ანგარიშზე "ვი–თი–ბი ბანკში" კი, 1100.00 ლარი.
გარდა ამისა, დეკლარაციის შევსებისას ბეგლარ სიორიძეს ნაღდი ფულის სახით 7000 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, რომელიც დეკლარაციის შევსებამდე ერთი წლის განმავლობაში მიიღეს, ასე გამოიყურება:
ბეგლარ სიორიძემ ოზურგეთის მერიიდან 11 687.00 ლარის შემოსავალი მიიღო.
მისმა შვილმა, ნიკა სიორიძემ შ.პ.ს. სადაზღვევო კომპანია "უნისონიდან", სადაც მას აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობა უჭირავს – 7400.00 ლარი.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მერი ხუთი შპს-ს პარტნიორია (შპს. "თხილის საექსპორტო კომპანია"; შპს. "ელეგანტი 2007; შპს. "პრიმა დიღომი"; შპს. "ავანგარდი"; შპს "ექსიმ კომპანი"), თუმცა, არცერთი მათგანიდან შემოსავალი მიღებული არ აქვს.
გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მერმა 2014 წელს, 2015 წლის 31 დეკემბრამდე, ზეპირი ხელშეკრულებით 40 000 დოლარი აქვს გასესხებული.
მერის ოჯახს ერთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან 41 000 ლარი აქვს მიღებული. აქედან ბეგლარ სიორიძემ 23000.00 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ 18000.00 ლარი მიიღო.
გარდა ამისა, ოჯახს შემოსავალი ავტომობილების გაყიდვითაც აქვს მიღებული.
კერძოდ, ავტომანქანა "ლენდკრუიზერის" რეალიზაციიდან მან 43000.00 დოლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, ავტომანქანა "მერსედეს-ბენცის" რეალიზაციიდან 3000.00 დოლარის შემოსავალი მიიღო.