იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმსაჯულებას მოუწოდებს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოს.
"მთავრობა არ აკონტროლებს მართლმსაჯულებას საქართველოში, ამიტომ მე მინდა მართლმსაჯულებას მოვუწოდო, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, რომ უზრუნველყოს ამ პროცესის გამჭვირვალობა, სანდობაა და რაც მთავარია, თუკი ამის შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს საქმე, რათა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს უფრო მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება მიეცეთ.
რაც ყველაზე მთავარია, მე მიხარია, რომ "რუსთავი 2" მაუწყებლობას აგრძელებს, პლურალუსტური მედია გარემო საქართველოში ჩვენი რეალობის ნაწილია და ჩვენი უკვე შემდგარი კულტურაა, რომელსაც ამ ქვეყანაში ვერავინ დაამარცხებს.
ადრე გვქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ სტანდარტს, რომ მედია თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და დროსთან ერთად, ეს ხარისხი კიდევ უფრო იზრდება", – აღნიშნა თეა წულუკიანმა.