ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში რამდენიმე წუთის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
ბლოკის საამქროში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვის დამქუცმაცებელ მოწყობილობაში ჩავარდა.
მიუხედავად იმისა, რომ დროულად მოხდა მისი გადაყვანა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი მიიყვანეს. აქედან გამომდინარე, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.