თუ იქნება ტელეკომპანიაში ძალისმიერი მეთოდებით შემოჭრის მცდელობა, ჩვენ თავს ძალისმიერად დავიცავთ, – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ "რუსთავი 2"-ის გერენალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხვალ სასამართლო ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს, ამის შემდეგ კი დაუყოვნებლივი აღსრულება დაიწყება.
"არ ვაპირებთ დავთმოთ ტელეკომპანია, ჩვენი სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის დამოუკიდებლობის პერსპექტივა. სამწუხაროდ, არ ისმის თქვენი ხმა ხმამაღლა პირველ რიგში დიმლომატიურ კორპუსს მივმართავ. საქართველოში დამყარებულია რეჟიმი და აქ დემოკრატიის განვითარებაზე, ვიზაიბერალურ თუ სხვა ტიპის რეჟიმებზე, არის ფარისევლობა თქვენი მხრიდან. ამ ქვეყნის დემოკრატია უღრმეს კრიზისში იმყოფება და თუა მას ყურადღებას არ მიაქცევს საერთაშორისო თანამეგობრობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცისთვის საქართველო დაიკარგება. საქართველოში მოვლენები რუსული სცენარით ვითარდება. რუსთავი 2-ის განადგურება მიმდინარეობს NTV-ს სცენარით. რულური სცენარი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ვლადიმერ პუტინი და შესაბამისად, ყველაფერი ისე ხდება, როგორც რუსეთში მოხდა წლებისწინ. და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც რუსეთში", _ აცხადებს გვარამია.