"სისხლიანი 9 წელი", "გასამართლდეს ნაც ბანდა", "ჯალათები" – მსგავსი წარწერებით, თბილისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, ამ წუთებში, აქცია იმართება.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მისიისა" და "ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენლები აქციას "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით მართავენ.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ ოფისის კარზე წებოვანი ლენტი ააკრეს.