ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.
როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში უთხრეს, პროკურატურა შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში დაადგინოს სიმართლე.
"რუსთავი 2-ს დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ჩვენს მიერ უმოკლეს ვადაში მოხდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით", – აცხადებენ პროკურატურაში,
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დღეს დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მას პირადი ცხოვრების შესახებ ვიდეოკარების გავრცელებითა და ოჯახის წევრების უსაფრთხობით აშანტაჟებენ.