"ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ოფისში მისულ პარტიის წევრებს, შენობა, ამ დილით, წითლად შეღებილი დახვდათ:
"მკვლელები, ქათმები" _ ეს წარწერები თითქმის მთლიან ფასადზეა გაკეთებული.
_ დროშაც კი ძირს დაგვხვდა დაგდებული. ჩვენი ოფისი მეორე სართულზეა განთავსებული, როგორც ჩანს, იქ ვერ შეძლეს ასვლა და პირველ სართულზე გააკეთეს წარწერები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დიმიტრი კორიფაძემ.
კორიფაძე აღნიშნულს ხელისუფლებას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ეს წარწერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე სწორედ ხელისუფლების დავალებით გაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე მსგავსი წარწერები საქართველოს ყველა ქალაქში, როგორც ირკვევა წუხელ ერთდროულად გააკეთეს.