მოსამართლე თამაზ ურთმელიძე რუსთავი 2 ის გენერალურ დირექტორს, სასამართლო სხდომაზე არ უშვებს. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება. პროცესი 10 საათზე დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ არხის გენერალური დირექტორი სასამართლოზე რუსთავი 2 ის მხარეს ოფიციალურად წარმოადგენს, მას პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცა.
ამ წუთებში ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას აკეთებს.