მოსამართლე ურთმელიძე ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების დროულ შესწავლას ითხოვს. ურთმელიძე აღნიშნავს, რომ ეს სასამართლოს პრესტიჟისთვის არის მნიშვნელოვანი.
ასევე მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ არ აკმაყოფილებს სხდომის გადადების შუამდგომლობას, რომელიც რუსთავი 2-ის იურისტებმა დააყენეს.
კერძოდ იურისტები ითხოვდნენ, რომ მომხდარიყო სხდომის გადადება გამომდინარე იქიდან, რომ 12 საათზე ნიკა გვარამია პროკურატურაშია დაბარებული და ისინი, როგორც იურისტები მისი უფლებების დასაცავად უნდა წასულიყვნენ.
მოსამართლე ურთმელიძემ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის იურისტებს არ აქვთ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ისინი პროკურატურაში ნიკა გვარამიას ინტერესებს დაიცავდნენ.