თბილისში მდებარე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობა წითელი საღებავით დააზიანეს. როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლებმი ამბობენ, არსებობს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ აზიანებს შენობას 5 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.