შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩოხატაურში, ლანჩხუთში და ოზურგეთში დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისების იერსახის დამახინჯებისთვის მიმდინარეობს ფაქტების მოკვლევა.
როგორც მოგეხსენებათ, სამივე მუნიციპალიტეტში "ნაცმოძრაობის" წევრებს ოფისები წითლად შეღებული დახვდათ. ასევე იყო წარწერები: "მკვლელებო", "ქათმების საქათმე".