"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "რუსთავი2"-ის შენობასთან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ივანიშვილი ცდილობს წაგვართვას თავისუფალი არჩევნების ჩატარების შანსი, რადგან ასეთ პირობებში ის ვერ გაიმარჯვებს.
_ ბრძოლა გრძელდება, ეს ბრძოლა გაგრძელდება და იქნება პერმანენტული აქციები. – თქვა ბოკერიამ.
ის გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში.
"რუსთავი-2-ის მოვლენები ცენტრალური ნაწილია ივანიშვილის ქმედებების, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ და დღეს ღარიბაშვილის სამარცხვინო განცხადებით დამთავრდა. ივანიშვილი და მისი თოჯინები ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან დეკლარირებულად გავიდნენ კონსტიტუციური სივრციდან. მათ უნდათ შეასკდნენ საზოგადოების ურყევ ნებას, დაიცვან სიტყვის თავისუფლება. ჩვენი ამოცანაა ეს არ დავუშვათ." – განაცხადა გიგა ბოკერიამ.