წარმატებული და ლიდერი, მხოლოდ საქმეში კი არა, ურთიერთობაშიც უნდა იყოთ. მაშინ ბედნიერებასაც ადვილად იპოვით. გახდეს ლიდერი, თითქმის ყველას შეუძლია. ყველას, ვინც საკმაოდ მარტივი წესები იცის.
ყოველთვის მიიღეთ სიამოვნება პროტესტისა და მონაწილეობისგან. შეიგრძენით ახალი ემოციები. იმოქმედეთ ინტერესებისთვის. ეს აუცილებელია.
ზედმეტი ნუ მოგივათ. რა თქმა უნდა, ცდა არ უნდა დააკლოთ, მაგრამ ლიდერობისკენ სწრაფვამ სიქა არ უნდა გაგაცალოთ. გონება სწრაფად იღლება, სხეულზე უფრო სწრაფად. ლიდერს კი ცოცხალი და საღი გონება სჭირდება.
თქვენს ლიდერობას არ უნდა ემსხვერპლოს მეგობრებთან, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ან მათი ინტერესები.
არასოდეს მიიჩნიოთ თავი წაგებულად, თუ გამარჯვების შანსი ცოტა მაინც არის. ასეთი შანსი კი ყოველთვის არსებობს.
არ გამოიყენოთ ბოროტად ის წარმატება, რასაც მიაღწიეთ. ლიდერობა არც საქმეში ნიშნავს ტირანიას და არც, მით უმეტეს, ურთიერთობაში. ეს საერთოდ, ოქროს წესია და რა თქმა უნდა, კეთილი, სასარგებლო რჩევა!