საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაშს მან დახმარება აღვუთქვა, მაგრამ მისი შესრულება ვერ შეძლო.
ამის შესახებ ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა განმარტა, ქიბარ ხალვაშის დახმარება ვერც პროკურატურამ შეძლო, რის შემდეგაც მან საერთო სასამართლოს მიმართა.
რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის დას, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატია, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მასთან ძმის შესახებ არასდროს უსაუბრია.
"რაც შეეხება ფატის, მას კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, კარგი დეპუტატია. მასთან ძმის შესახებ საუბარი არ მქონია. მის ძმას შენახვედრი ვარ გერმანიაში. რაც უქნეს ქიბარ ხალხვაშს და როგორც მოხდა, ეს ინფორმაცია ჩემზე კარგად იცით. ამ მხრივ მე აღვუთქვი მას დახმარება, მაგრამ საუბედუროდ, ვერ შევძელით. მე რამდენადაც ვიცი, ის ძირითადად პროკურატურაში დადიოდა, მაგრამ პროკურატურამაც ვერ მოახერხა ეს და ამის შემდეგ წავიდა საერთო სასამართლოში", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.