საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაშიც ხელს "ნაციონალური მოძრაობა" უწყობს.
მისივე თქმით, "ნაციონალები" მის სახელს ისე ხშირად ახსენებენ, როომ საზოგადოებას მისი დავიწყების საშუალებას არ აძლევენ:
_"მე მაქვს ჭარბი ნდობა, ჩემს სიტყვას აქვს ფასი და არჩევნების დროს მე შემიძლია ხალხს მივუნიშნო არჩევანი", _ განცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.