რუსთავი 2-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარემ 7 მოთხოვნა დააყენა, აქედან 6 მოთხოვნაზე არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
როგორც სასამართლო პროცესზე ბიბილაშვილმა აღნიშნა, დარჩენილი მეშვიდე მოთხოვნა ორ ნაწილად იყოფა – იძულება და ამორალობა. იძულების ნაწილში მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ხოლო ამორალობისას ხალვაშის მხარე ექსპერტიზის ყალბ დასკვნას ეყრდნობა.
ბიბილაშვილმა ასევე აღნიშნა, მოპასუხე მხარეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები კომპანიის კეთილსინდისიერი შემძენები არიან. კომპანიის წილების ღირებულება კი, 20-ჯერ არის გაზრდილი.
ხალვაშის სარჩელი უპრესპექტივოა, აღნიშნა ბიბილაშვილმა და თავისი სიტყვის დასასრულს მოსამართლეს მიმართა.
"ვინც უკანონობას უკვეთავს, უკანონობის შემსრულებელს განუსაზღვრელი ვადით ვერ დაიცავს, ამიტომ იმედი მაქვს, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ", _ თქვა ბიბილაშვილმა.