მოქალაქე ნანული ლეონოვას მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დარბაზი დაატოვებინა. რუსთავი2-ის სასამართლო პროცესზე ლეონოვამ მოსამართლისთვის დოკუმენტაციის გადაცემა და დალაპარაკების უფლება ითხოვა.
როგორც ლეონოვამ აცხადებს ის ქუთაისიდან არის ჩამოსული და "თავისუფალ სასამართლოს" ითხოვს.
მოსამართლე ურთმელიძემ, მას დარბაზი წესრიგის დარღვევისთვის დაატოვებინა და განუმარტა, რომ კონსულტაციისთვის კანცელარიას უნდა მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ პროცესზე დასწრების უფლება არც მოქალაქე მაღლაქველიძეს მისცეს.