მე კი არ ვუჭერ მხარს ქიბარ ხალვაშს, საზოგადოების ეჭებს იწვევს გვარამიას და "ნაციონალური მოძრაობის“" მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრში განუცხადა.
"ვინ არის გვარამია, რატომ აქვს ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? ვინ ამბობს, რომ დირექტორის და ჟურნალისტების მიმართ დავას აწარმოებს? დავა მიმდინარეობს მესაკუთრეებს შორის. სად არიან ყარამანიშვილები? გამოვიდნენ და დაიცვან თავიანთი პოზიცია", _ აღნიშნა ივანიშვილმა.































































