ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა, შოთა ივანაშვილმა საიდან დაასახელა ციფრები, რომელიც მას დასკვნაში უწერია, არ იცის.
როგორც ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილიდან დადგინდა, რომ "ერთ-ერთ მტიცებულებას ნულის ფასი აქვს".
"კერძოდ, ექსპერტმა აღნიშნა, რომ მას 8 ტიპის დოკუმენტი სჭირდებოდა, მარამ მხოლოდ ფურცლები გადასცეს, რომელსაც დოკუმენტის სახე არ აქვს. ფურცლებს ხელს აწერს ვინმე ბერიანიძე, რომელსაც "რუსთავი2"-ში არასოდეს უმუშავია. გარდა ამისა, არ ვიცით, საიდან დაასახელა ის ციფრები და მონაცემები, რაც დასკვნაშია. ექსპერტი ვერ იღებს პასუხისმგებლობას დოკუმენტის სანდოობაზე ფაქტია, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის გარდა საქმეში სხვა მყარი მტკიცებულება არ დევს და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მოსამართლემ გადაწვეტილება გამოიტანოს", _ აღნიშნა ბიბილაშვილმა.
ამ წუთებში "რუსთავი 2"-ის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.