ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორმა კომპაბნიებმა მტკიცებულებების წარმოდგენის ნაცვლად ექსპერტიზის დასკვნის სიყალბის მტკიცება არჩია.
"ექსპერტიზის დასკვნის სიყალბე ვერ დადასტურდა. მხარეებს შეეძლოთ ახალი ექსპერტიზა მოეთხოვათ, რადგან არ არის წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი, "რუსთავი 2"-ის ბალანსის დოკუმენტის გარდა. მტკიცებულებების, დოკუმენტების წარმოდგენა არ მოხდა განსაზღვრულ ვადაში. ვერ ვიტყოდი, რომ ისინი შეცდნენ. მე მათ, როგორც კოლეგებს დიდ პატივს ვცემ, ამიტომ ვერ ვიყოდი, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მათ აირჩიეს სტრატეგია, რომ დასკვნის სიყალბე ემტკიცებინათ", _ განაცხადა სალიამ სხდომაზე პაექრობისას.