უკვე ორ საათზე მეტია გურიის გუბერნიის სააქტო დარბაზში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმიდანეობს. სიტყვით გამოვიდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ნათია გორგაძე, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რა პროექტი უნდა განხორციელდეს მომავალ წელს გურიაში და რა თანხებია გამოყოფილი ამისთვის.
"გურია ნიუსის" შეკითხვაზე, რამდენი სკოლის აშენება იგეგემება მომავალ წელს გურიის მასშტაბით, გორგაძემ გვიპასუხა, ჩოხატაურში აშენდება ორი სკოლა ამაღლებასა და ზოტში, ოზურგეთში კი სკოლა სოფელ ჭანიეთში აშენდება.
განათლების სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის წინ, თემურ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს მინისტრივით ლამაზი გოგო გამოუგზავნია განხილვაზეო.
მოგვიანებით კი დეპუტატმა სამინისტროს წარმომადგენლებს მიმართა: "გურიიდან დავიწყებთ მგონი ბუნტს, რადგან ძალიამ მძიმე დგომარეობაა გუთურში, ბავშვები სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში სწავლობენ. აქ არიან ახლა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელებიც და მოგმართავთ თხოვნით, რაც შეიძლება დააჩქაროთ პრობლემის გადაწყვეტა."- განაცხდაა ჭკუასელმა.
რა ამბავი მოუყვა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და დეპუტატებს ჭკუასელმა, ამას ვიდეოში ნახავთ, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.