სამხრეთ სუდანის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან 800 მილის დაშორებით სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან 2 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა მოხერხდა, თუმცა მოგვიანებით ისინი გარდაიცვალნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მდინარე ნილოსთან ახლოს კუნძულზე მდებარე ფერმას შეეჯახა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის ყველა მგზავრი სამხრეთ სუდანის მოქალაქეები იყვნენ.
სამხრეთ სუდანის მთავრობა ფიქრობს, რომ მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავარია შესაძლებელია ძრავის უკმარისობა იყოს.