საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრებს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის დაწარმატებები უსურვა.
"დიდი მადლობა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანისათვის. თქვენი სახელი და თქვენი მიღწევები ჩვენსსაზოგადოებაში აღტაცებას იწვევს", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას.
გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები – სახელობითი ინიციალებით გაფორმებული პერანგის ვერცხლის სამაგრები გადასცა.