ამერიკული მას – მედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ კომედიურმა მსახიობმა კრის როკმა ახალი პროფესია აითვისა.
50 წლის მუქკანიანი მსახიობი საყიდლებზე ნიუ – ჯერსის ერთ – ერთ სუპერმარკეტში იმყოფებოდა.
მოულოდნელად დარბაზში მყოფმა ერთმა ქალბატონმა მშობიარობა გადაწყვიტა.
მაღაზიაში მყოფი საზოგადოება დაიბნა და არ იცოდა რა მოემოქმედა. მართალია სასწრაფო დახმარებას დროულად კი გამოუძახეს, მაგრამ ქალს გამხნევება და მხარში დგომა ესაჭიროებოდა.
ცნობილი კომიკოსი ქალბატონს მშველელად მოევლინა. მშობიარეს თავდაპირველად პირველადი სასწრაფო დახმარება გაუწია, შემდეგ კი იმდენი აცინა, რომ ქალს ექიმების გამოჩენამდე ყველა პრობლემა გადაავიწყა.