იაპონიის დედაქალაქში ერთსქესიან წყვილებს ურთიერთობის დარეგისტრირება შეეძლებათ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ერთსქესიანთა წყვილების საავადმყოფოებში მკურნალობასა და მოქალაქეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს, რომელსაც ერთსქესიანი წყვილები რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებენ არ ექნება ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც ქორწინების მოწმობას აქვს.
როგორც BBC იტყობინება, პირველი წყვილი, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მსახიობი კუოკი ჰიგაში და ჰიროკო მასუჰარა არიან.
"ვიმედოვნებ, რომ ღონისძიება მთელ იაპონიაში გავრცელდება და საბოლოოდ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება," _განაცხადა მსახიობმა.