"რუსთავი 2-ის" წილის მფლობელი გია ყარამანიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს. ყარამანიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძე მომავალში იანუკოვიჩის მოსამართლეების ბედს გაიზიარებს და ის ამისთვის ძალღონეს არ დაიშურებს.
ამავე დროს გია ყარამანიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან ქვეყნის მომავალი.
"ეს მოსამართლე ყოველ ჯერზე მოლოდინებს აჭარბებდა. მივმართავ მას, რომ კარგად შეისწავლოს იანუკოვიჩის დროინდელი მოსამართლეების ბედი თუ სად არიან ისინი დღეს. მე გპირდებით რომ მე მომავალში მთელ ჩემ რესურს მომავალში დავხარჯავ, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი რომელიც თავად აირჩიეთ. მე ამ განცხადებას, როგორც რუსთავი2-ის მფლობელი კი არ ვაკეთებარამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს ასე ვიწროდ არ დგას საკითხი. დღეს მთელი ქვეყანაა დასაცავი. დღეს არის ქვეყანაში მცდელობა, რომ დაამყარონ დიქტატურა. მე მინდა მოვუწოდო ყველას დაიცავით ქვეყნის მომავალი," – განაცხადა გია ყარამანიშვილმა.
www.rustavi2.com
Developed By Web Features 2024 © All rights reserved