კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებამ დაძლია.
"მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიღებულ, გამოქვეყნებულ საოქმო ჩანაწერთან. ეს კი კვლავ აჩენს იმ საფრთხეებს, რომლის აცილებასაც საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობდა. ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაძლია საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას", – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.