ყოფილი პრემიერს ბიძინა ივანიშვილის განცხადებით შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს:
_ არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობოთ წარმოგვიდგა და როგორც იქნა, ახლა პოლიტიკაში თავის რეალურ სახეს გვაჩვენებს, "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა.
საუბედუროდ, ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას.
კარგი იქნება, დანარჩენი ნაწილიც, სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებს თავის თავს და რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" სტრუქტურის ნაწილი არიან, თუ თავადაც დაარქმევენ თავის თავს სახელს, როგორც გიგაურმა როგორც იქნა გადაწყვიტა", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლებიც დაინტერესდნენ რას ფიქრობდა ყოფილი პრემიერი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების თაობაზე.
ივანიშვილის თქმით, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ისეთი კაცი უდგას სათავეში, რომ "ამას არ იკადრებს:
_ მე დღეს გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენას, _ განაცხადა ივანიშილმა.