ამ დღეებში ანასეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გიორგი კალანდაძეს და გიორგი კვაჭანტირაძეს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ.
ორივე მათგანმა საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს და მიიღეს "ჩემი პირველი კომპიუტერის" პროექტის ფარგლებში კომპიუტერები. ისინი არიან მეათე კლასელები და ძალიან გახარებული ვართ მათი წარმატებებით. ეს დაფასება მათ სტიმულს აძლევს თუ შემდეგ წლეებშიც ასე წარმატებით გააგრძელებენ სასწავლო პროცესს, მედლის კანდიდატები იქნებიან. მე მჯერავს მათი ცოდნის და აქტიურობის. – გვითხრა ანასეულის საჯარო სკოლის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ქადეიშვილმა.