"ურთმელიძე გადაეცა ანათემას. ის ფაქტიურად ჯვარზეა გაკრული," _ განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2'-ის ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები, რაც მოსამართლე ურთმელიძის მისამართით კეთდება, ცუდ გავლენას ახლდენს მთელ სასამართლო სისტემაზე.
_ ეს მხოლოდ სასამართლოს კრიტიკა არ არის, ეს არის წრეგადასული ლანძღვა, რომელიც სასამართლოს მიმართ ეს არის დაშინების მცდელობა სასამართლოსი. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არიან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები რომლებიც ამბობენ, ვაი ახლა თუ მე შემხვდა ეს საქმეო.
მოსამართლეები შეეცდებიან აიცილონ ურთმელიძისეული ხვედრი და მიიღონ მათთვის კომფორტული გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიკერძოებულობის ეჭვები არსებობს, ოღონდ შემდეგ ისტანციებში,"- განაცხადა ევა გოცირიძემ.